შატილის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
02-04-2019

შატილის საჯარო სკოლაში პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის, ისტორიის პედაგოგის ნატო კობერიძის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სკოლის ოთახის კედელი მოხატეს. ასევე გაიმართა დაუნის სინდრომის შესახებ სლაიდ-შოუს ჩვენება.

ღონისძიებაში სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203