ჭიათურის მუნიციპალიტეტის წყალშავის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ,,რა?სად?როდის?“, რომელიც ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, დასრულდა.
თამაშში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 2 გუნდი: ,,პირველები“ და ,,თავდამსხმელები“.
დაძაბული ბრძოლის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა გუნდმა ,,პირველებმა“.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სერტიფიკატები.
კონკურსს ხელმძღვანელობდა წყალშავის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ფატმან ბოჭორიშვილი.
იხილეთ ფოტოები