ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასკოლო ტური მშვიდ გარემოში, წარმატებით ჩატარდა.
პირველი ტურის ტესტირებაში 42 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 7 შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები