ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსმა ანდეზიტის სკოლის მოსწავლეებს სამომავლოდ უფრო აქტიური მუშაობის სტიმული მისცა
09-03-2017

ანდეზიტის სკოლა მონაწილეობას იღებდა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში. 

სკოლის მოსწავლეები მოგვიანებით ჩაერთვნენ პროექტში და მიუხედავად მოსწავლეთა მცირე კონტიგენტისა, შეძლეს და ნახევარფინალში გადავიდნენ. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ პროექტში ჩართულობამ მათ სამომავლოდ უფრო აქტიური მუშაობის სტიმული მისცა. ისინი მზად არიან კვლავ ჩაებნენ ახალ ეტაპში, რომელიც მაისიდან ისევ იწყება:

"ჩვენი სკოლა მადლობას უხდის cenn-ის მთელ გუნდსა და სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორს თამუნა კაპანაძეს."

პროექტს სკოლაში ხელმძღვანელობდნენ ნათელა გელაშვილი-დუგაროვი და ლალი ხუციშვილი.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203