მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის“.
პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ინფორმირება საქართველოში არსებული ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი პროგრამები/ბანაკები:
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX), UWC (United World Colleges), საქართველოს მომავლის აკადემია, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, LIFE და BUILD ბანაკები.
გამოფენაში 52 მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტი განხორციელდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის მხარდაჭერითა და გრანტის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები