წყალტუბიოს N1 საჯარო სკოლაში, დირექციის ინიციატივითა და ეკო-კლუბის ორგანიზებით, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკო-კლუბის წევრებმა - ლ. კინწურაშვილმა, ა.ხურცილავამ, ე. ბენდელიანმა საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს.
„ღონისძიების ბოლოს კი ერთობლივად სოლიდარობა გამოვუცხადეთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები