ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მშობლები და საზოგადოების სხვა წევრებიც დაესწრნენ.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი იყო ჩართული.
მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლების დახმარებით სხვადასხვა ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიება სკოლის დირექტორმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის შემობრძანება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები