ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში 2018-19 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის“ პირველი სასკოლო ტური გაიმართა.
ტურში სკოლის მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის 45 მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები