მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის კლუბის - ,,მშვიდობის გზა“ წევრებმა საზოგადოებაში გავრცელებული ტრადიციული შეხედულებები განიხილეს
02-04-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში კლუბის - ,,მშვიდობის გზა“ რიგით მე-8 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა იყო - ,,ჩვენი ტრადიციული შეხედულებები“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე კლუბის წევრებმა საზოგადოებაში გავრცელებული და მიღებული ტრადიციული შეხედულებები განიხილეს. მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს და აღმოაჩინეს საკუთარი შეხედულებები.

„შეხვედრა მიზნად ისახავდა ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა ემოციების კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა და კრიტიკული აზროვნება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203