ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვაქირის საჯარო სკოლაში აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება „ერთად ამოვხსნათ თავსატეხი“.
ღონისძიება სკოლის სპეც მასწავლებელმა ლია ყორღანაშვილმა ჩაატარა.
მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა გზირიშვილი, დირექტორის მოადგილე ლეილა მჭედლიშვილი, დირექტორი იზოლდა ბუღათრიშვილი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლიანა ხატიაშვილი.
ღონისძიებაში მე-9 კლასის მოსწავლეები თიკა ბაბალაშვილი და თამარ ვარდიაშვილი მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები