სენაკის მუნიციპალიტეტის, ეკის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისადმი და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დირექტორმა ლელა სიჭინავამ ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა, აღნიშნა მისი როლი ეროვნულ - განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ყურადღება გაამახვილა 1991 წლის 31 მარტის უდიდეს ისტორიულ მოვლენაზე.
სკოლის პედაგოგმა ზურაბ გუნიამ გროზნოში პირველ პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა.
მოსწავლეებმა ზვიად გამსახურდიას ლექსები წაიკითხეს.
იხილეთ ფოტოები