ჭანდარის საჯარო სკოლაში პროექტის „ერთად დავიცვათ ქალთა უფლებები“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
02-04-2019

ჭანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა მოაწყო შეხვედრა საკლასო პროექტის „ერთად დავიცვათ ქალთა უფლებები“ ფარგლებში. 

 

პროექტის ფარგლებში სკოლას მიწვეული სტუმრები ეწვივნენ. 

 

მათ შორის იყვნენ: გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა სირბილაშვილი საბჭოს წევრებთან ერთად და ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი ლია ხუროშვილი. 

 

შეხვედრამ საინტერესო და ინტერაქტიულ გარემოში ჩაიარა. 

 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203