სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ტიგრან კარაპეტიანმა სკოლის შიდა ინტერიერი ცნობილი ქართველი და სომეხი მწერლების სურათებით მოხატა.
ამასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებმა, ქართულის მასწავლებლის, ირინა ინასარიძის ხელმძღვანელობით დამსწრე საზოგადოებას გააცნო მწერლების შემოქმედება. წაიკითხეს მწერლების ბიოგრაფია და თქვეს ლექსები.
სკოლის დირექტორმა, ბატონმა ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე მასწავლებლებს და მოსწავლეებს, ამ არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის.