ხელვაჩაურის ახალშენის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც უდიდესი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა გაითამაშეს სცენები და გაიხსენეს ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან. ღონისძიებამ მაყურებლების
მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.