ოსიაურის საჯარო სკოლაში წიგნის „წიგნად მოყოლილი ტკივილი“ პრეზენტაცია გაიმართა
02-04-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლაში წიგნის „წიგნად მოყოლილი ტკივილი“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში წარმოდგენილია ოსიაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის საკლასო პროექტის „წიგნად მოყოლილი ტკივილი“ ფარგლებში მომზადებული სიტუაციური ამოცანები, ჩანახატები, ესეები და ნახატები ძალადობასთან დაკავშირებით.

პროექტი განხორციელდა სასკოლო პროექტების მცირე გრანტის ფარგლებში.

წიგნი მომზადებულია სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში,    რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლში და სამცხე ჯავახეთში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი“.

მოსწავლეებმა წიგნის პრეზენტაცია მცირე პერფომანსით დაიწყეს და წიგნის შესახებ პრეზენტაციებით დაასრულეს. კონფერენციის მეორე ნახევარი კი სამოქალაქო განათლების ექსპერტების მოხსენებს დაეთმო შემდეგ თემებზე:

1. „ბულინგი სკოლაში“. მომხსენებელი: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი დალი ბროლიძე

2. „ოჯახში ძალადობა“. მომხსენებელი: ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი

3. „განრიდება და მედიაცია“.  მომხსენებელი: ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.

წიგნის პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეების გარდა ესწრებოდნენ მშობლები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ხაშურის რესურსცენტრის თანამშრომლები, საზოგადოება „ბილიკის“ შიდა ქართლის რეგიონალური კოორდინატორი, ორგანიზაცია PC international-ის წარმომადგენელი და მხატვარი. 

ოსიაურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ყველა მხარდამჭერს და სტუმარს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203