დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით დატვირთული სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
02-04-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით და სასწავლო რესურსით დატვირთული სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს  მასწავლებელი იზოლდა დანელია ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის თემა იყო - Valentine's day.

„საგაკვეთილო თემის მოტივაციისა და პროვოცირების მიზნით ვიდეოს  -„ვალენტინობის დღე“ მსოფლიოში ჩვენება გაიმართა, რის საფუძველზეც გასაგები გახდა, თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ ბავშვები ამ დღესთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა ეკრანზე ჩვენებით (Power point) შეძლეს ინდუქციის მეთოდით გაეანალიზებინათ ემფატური ნაცვალსახელების გამოყენება წინადადებებში, რომელთაც თან ახლდა კოლაჟები.

გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით. წყვილებში მუშაობის დროს მოსწავლეებმა შეძლეს ემფატური ნაცვალსახელების სწორად გამოყენება მოსმენის საფუძველზე.

ჯგუფური მუშაობის დროს პედაგოგმა მოსწავლეებთან “Post reading activity, “giving title” გამოიყენა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი და თითოეული აბზაცი დაასათაურეს. ასევე იმღერეს „ვალენტინობის დღეზე“ და სასიამოვნო განწყობა შექმნეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203