ახალციხის N5 საჯარო სკოლის Vდ კლასის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე (ბუნებისმეტყველების მასწავლებელი: ირინა ლაბაძე) აღნიშნეს.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში გააკეთეს პრეზენტაცია თემებზე: ,,ტყის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, ,,ტყე და ადამიანი“, ,,ტყის გაჩეხვის საშიშროება“ და სხვა. მათ ისაუბრეს ტყის სტრუქტურაზე, შედგენილობაზე, ფოტოსინთეზზე, სამკურნალო მცენარეებზე და ბუნებაზე ადამიანის როლსა და მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა მასწავლებლებისთვის, მეგობრებისთვის დაამზადეს სხვადასხვა ფორმის ბუკლეტები, მოიძიეს ნერგები და დარგეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
„მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებს მოუწოდეს, გაუფრთხილდნენ და დაიცვან ტყე. ბოლოს მათ თავიანთი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღბეჭდეს სურათებზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები