ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალქალაქში, 6-13 წლის სპორსტმენთა შორის გამართულ კრივის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ოთხმა მოსწავლემ - კარაპეტ წარუკიანმა (მე-8 კლასი), შოთა ჩახოიანმა (მე-7 კლასი), ედიკ კაკოსიანმა (მე-7 კლასი) და ედვარდ მნდლიანმა (მე-4 კლასი) პირველი ადგილი დაიკავა.
დანარჩენი ხუთი მოსწავლე კი მეორე და მესამე ადგილებზე გავიდა.
„წარმატებებს ვუსურვოთ ჩვენს ჩემპიონებს, რომლებითაც ამაყობს ჩვენი სკოლა და სოფლის მოსახლეობა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები