თბილისის N118 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საყვარელ წიგნებზე ისაუბრეს და პლაკატები დაამზადეს, რომლებზეც საბავშვო წიგნებიდან ამონარიდი ფრაზები დაიტანეს.
„ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოვება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
იხილეთ ვიდეოები