ქედაში გამართულ ქართული ჭიდაობის აჭარის ღია პირველობაზე დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ასპარეზობდნენ.
მათ ორთვიანი მეცადინეობის შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს და შეჯიბრში მერვე კლასის მოსწავლე დავით ჯაფარიძემ მეორე ადგილი დაიკავა.
„დიდი მადლობა ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ჯემალ წულუკიძეს, რომელის წყალობითაც ბავშვები ეზიარნენ სპორტის ამ სახეობას, ჩვენი ბავშვების მწვრთნელს არკად ფუტკარაძესა და დავით ცეცხლაძეს, რომლებიც მხარში უდგანან ახალბედა მოჭიდავეებს. გვჯერა რომ ბავშვების მონდომებითა და ამ ადამიანების ხელშეწყობით ჩვენი შვილები თავიანთ სიტყვას იტყვიან სპორტის ამ სახეობაში საქართველოსა და შემდგომში საერთაშორისო ასპარეზზე“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები