ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
03-04-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის, ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სვეტლანა ბოჩიკაშვილის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა, ნინო ფორჩხიძემ, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს მათი თანასწორობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203