ხობის მუნიციპალიტეტის, ჭალადიდის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინტელექტუალური კონკურსი საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის ჩატარდა. ბრძოლა საინტერესოდ წარიმართა და მე-11 კლასის გოგონების გუნდების გამარჯვებით დამთავრდა.
„ვგეგმავთ რეგიონალურ საფინალო კონკურსზე გასვლას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები