,,ნუ დაითვლით ქრომოსომებს, გვიყვარდეს ერთმანეთი“ - სორის საჯარო სკოლა 21 მარტის აქტივობას გამოფენით უერთდება
03-04-2019

ონის მუნიციპალიტეტის სორის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა თავიანთი გულის სითბო ნახატებში გამოსახეს და მოაწყეს გამოფენა - ,,ნუ დაითვლით ქრომოსომებს, გვიყვარდეს ერთმანეთი“. 

,,მზის შვილები" მზესავით თბილი სულის ბავშვები, მოზარდები, მრავლად არიან ჩვენს გარშემო, ისინი ჩვენი ყოფის თანაზიარნი არიან ,საოცრად თბილი, მოსიყვარულე, მორიდებული ბავშვები, რომელნიც ჩვენგან სითბოსა და სიყვარულს ელოდებიან . ნუ დავითვლით ქრომოსომებს, სიყვარულს ქრომოსომების რაოდენობა არ განსაზღვრავს“ - სორის საჯარო სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203