ყვარლის N2 საჯარო სკოლის lVა კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ქეთევან გელაძესთან ერთად „წითელი ჯვრის“ საზოგადოებას ესტუმრნენ.
საზოგადოების წარმომადგენლები მოსწავლეებს გულთბილად შეხვდნენ. პატარებმა დაათვალიერეს შენობა, თანამშრომელთა და ბენეფიციართა ხელით შექმნილი ნამუშევრები, შეიტყვეს მეტი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
მასპინძლებმა ბავშვებს ბუკლეტები უსახსოვრეს, შემდეგ კი იმპროვიზებული კონცერტი გაიმართა თანამშრომელთა და მოსწავლეების მონაწილეობით. ბავშვებმა ლექსებიც წაიკითხეს, მათ შორის იყო ორი სსსმ მოსწავლე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ყვარლის N2 საჯარო სკოლის სპეც. პედაგოგებიც.
იხილეთ ფოტოები