ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სტუმრობდა.
გიორგი კეკელიძემ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა და სკოლის ბიბლიოთეკარის, ნელი მღებრშვილის ორგანიზებულ, საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ღონისძიების ბოლოს ბატონმა გიორგიმ მოსწავლეებს წიგნები საკუთარი ავტოგრაფით გადასცა, რითაც ბავშვები უზომოდ გაახარა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბატონ გიორგის ყურადღებისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები