მარელისის საჯარო სკოლაში ინგლისური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა.
არაჩვეულებრივად შექმნილმა რესურსმა დიდი ინტერესი და ხალისი გამოიწვია ყველა მონაწილესა და მაყურებელში. რესურსი ამერიკელმა მოხალისემ სტივ ჰანმა და ინგლისური ენის პედაგოგმა ფიქრია გოგნიაშვილმა შექმნეს და განახორციელეს.
გუნდებმა საუკეთესოდ იასპარეზეს და კმაყოფილები დარჩნენ.
„წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებსა და მასწავლებელს. განსაკუთრებული მადლობა სტივს, რომელსაც შეუძლია ძალიან სახალისო და საინტერესო გარემო შექმნას სკოლაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები