გორის N12 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე კონკურსში - „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“ მონაწილეობს
03-04-2019

გორის N12 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გამოცხადებულ კონკურსში - „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“ მონაწილეობს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის ფარგლებში ორი ლექცია ჩატარდა.

კონკურსი აშშ საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის - „100 ლექცია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“ ფარგლებში ტარდება.  

კონკურსის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით შეირჩა 50 იდეის ავტორი მასწავლებელი, რომლებმაც უნდა ჩაატარონ ორი ლექცია. ლექციის თემატიკისადმი მთავარი მოთხოვნაა - მასში უნდა იყოს წარმოჩენილი ევროპის ისტორია და/ან ევროპის კულტურა, ღირებულებები, ეკონომიკა, ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები და ა.შ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203