დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ელისო ჯანელიძემ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის „სულხან-საბა ორბელიანის დღეები“ ფარგლებში ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში IV კლასში.
გაკვეთილის თემა იყო სულხან საბა-ორბელიანის იგავ-არაკი: „აქლემი და ვირი“.
მოსწავლეებმა ინდივიდუალური, წყვილებში და ტრეადებში მუშაობით დაამუშავეს ტექსტი და გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი შემდეგი აქტივობების გამოყენებით:
1. გამოცანები აქლემზე და ვირზე
2. ვენის დიაგრამა
3. დააწყვილე სიტყვები
3. საჩვენებელი კითხვა მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაიდის გამოყენებით;
4. გაგრძელებით და როლური კითხვა.
5. დისკუსია კითხვის პლაკატის გამოყენებით;
6. ჩასვი წინადადებაში გამოტოვებული სიტყვა.
იხილეთ ფოტოები