დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, IX კლასში პედაგოგ მაყვალა გაგუას ხელმძღვანელობით ფიზიკის ღია გაკვეთილი ჩატარდა.
თემა მექანიკური მუშაობა, მუშაობის ერთეული გახლდათ. გაკვეთილი სამფაზიანი მოდელის შესაბამისად წარიმართა: მოლოდინების განსაზღვრა (გამოწვევა), ცოდნის აგება(შინაარსის განხორციელება) და გამთლიანება(რეფლექსია).
გაკვეთილზე გონებრივი იერიშის მეთოდი გამოიყენეს და სხეულზე ძალის მოქმედებით მუშაობის შესახებ ექსპერიმენტი ჩაატარეს.
მოკლე ლექციის წარმოდგენის შემდეგ, მასწავლებელმა ჯგუფური მუშაობა ჩაატარა. აქტივობის წესების გაცნობის შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით დაჰყო მოსწავლეები, რომელთაც დავალებები მისცა და ნამუშევრების კლასის წინაშე წარდგენა სთხოვა.
ჯგუფურ მუშაობაში თანაკლასელებთან ერთად სსსმ მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა.
გაკვეთილზე გამოიყენეს ფლიპჩარტი, პროექტორი, ძელი და კომპიუტერი.
ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს მუშაობის განმარტება, მისი ფორმულით ჩაწერა, მექანიკური მუშაობისა და ენერგიის შესახებ მსჯელობა, მექანიკური ენერგიის ცნების განსხვავება საყოველთაოდ მიღებული „ენერგიის“ ცნებისგან და სხვა.
გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა.
იხილეთ ფოტოები