ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზედა სამების საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით ჩაერთნენ.
„წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები