მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით კონკურსს ატარებს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობისათვის შევსებულ აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
რეგისტრაციის ვადა: 3 აპრილი 2019 – 17 აპრილი
კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და კანდიდატად საკუთარ თავს წარადგენს პედაგოგი.
რეგისტრაციისათვის, ეწვიეთ ბმულს.