თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორმა იამზე მელაძემ და პედაგოგმა გურამ შავაძემ „ეტალონის“ პირველ ტურში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს.
სერტიფიკატები იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც პირველ ტურში 50 ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახეს.
სამღერეთის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით გუნდს მოსწავლეებში ასეთი მოტივირებული კონკურსის ჩატარებისთვის.
იხილეთ ფოტოები