აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით მე-3 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის (დამრიგებელი: ზაირა რევაზიშვილი) მოეწყო ექსკურსია ქუთაისში.
მოსწავლეები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში დადგმულ თოჯინების თეატრს ,,ქაღალდის ჩიტი“ დაესწრნენ. მოსწავლეები მოიხიბლნენ თეატრის ინტერიერით. სპექტაკლი მრავლისმეტყველი და სანახაობრივი აღმოჩნდა პატარებისათვის.
ექსკურსიის მონაწილეებმა დაათვალიერეს ქუთაისის სპორტის მუზეუმი, სადაც მათ ნახეს საუკუნის ველოსიპედი, ბზისაგან დამზადებული ბორბალი, ცნობილი მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძის დაფნის გვირგვინები და ქართველ ძალოსანთა მაისურები და ჯილდოები. ამით მოსწავლეები ახლოს გაეცნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოღვაწე სპორტსმენებს. ექსკურსიის მონაწილეებმა მოინახულეს ბაგრატის ტაძარიც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტაძრის ფრესკები და მოიხიბლნენ ტაძრის გალავნიდან დანახული მდინარე რიონის ხეობით და ქალაქ ქუთაისით.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ეს დღე შთაბეჭდილებებით დატვირთული იყო ექსკურსიის მონაწილეებისათვის.
იხილეთ ფოტოები