ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლაში აქცია - „მიმიღე, შემიყვარე“ ჩატარდა
03-04-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია - „მიმიღე, შემიყვარე“ ჩატარდა.

აქცია მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა, მათ შორის სკოლის აღსაზრდელებმა პლაკატები დაამზადეს.

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203