ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ კინგსის ოლიმპიადაში, რომელიც საქართველოში 7 წელია ტარდება.
მიმდინარე წლის შემოდგომის სეზონზე სკოლის ოთხმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ოლიმპიადაში - სამმა ქართულში და ერთმა მათემატიკაში.
ქართულის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები ნუგზარ მამალაძე და რიმა მეფარიშვილი, მე-3 კლასის მოსწავლე საბა ანთიძე. მათემატიკის ოლიმოიადაში - მე-3 კლასის მოსწავლე მამია კალანდაძე.
ნუგზარ მამალაძე (პედაგოგი: ნინო გაგუა) და მამია კალანდაძე (პედაგოგი: ქეთევან მამალაძე) გახდნენ ფინალური ტურის გამორჩეული მოსწავლეები და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით, ხოლო რიმა მეფარიშვილმა და საბა ანთიძემ დაიმსახურეს ჯილდო ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის.
ხევის საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომ გამარჯვებებს.