დუშეთის მუნიციპალიტეტის, ქვეშეთის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა კედლის გაზეთები გააფორმეს და თვალსაჩინო ადგილებზე განათავსეს.
2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები