ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში ,,სულხან-საბა ორბელიანის კვირეული“ ჩატარდა
03-04-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში - ,,სულხან-საბა ორბელიანის კვირეული“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში ორ ასაკობრივ ჯგუფში ხატვის კონკურსი ჩატარდა. 

პირველ ასაკობრივ ჯგუფში (1-6 კლასებში) ბაქარ კუტივაძემ გაიმარჯვა, მეორე ასაკობრივ ჯგუფში კი - (მე-7, მე-12 კლასები) გიორგი კირკიტაძემ (მე-8 კლასი). 

ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც თავი წარმოაჩინეს - პირველ ასაკობრივ ჯგუფში მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბაქარ კუტივაძემ და მარიამ ხუჯაძემ, ხოლო მეორე ასაკობრივ ჯგუფში- მე-10 კლასის მოსწავლემ ომარ კახიძემ.

კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი (ხელმძღვანელი ანნა ქებაძე და ქეთევან თურქაძე) და ვიქტორინა თემაზე - ,,ვინ უკეთ იცნობს სულხან-საბას ცხოვრებასა და შემოქმედებას.“ (ხელმძღვანელი ნაზი ბოჭორიშვილი). 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203