ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
03-04-2019

ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტიბაანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის (დამრიგებელი: ზეინაბ ათანელიშვილი) მოსწავლეებმა: ლელა მასურაშვილმა და მარიამ ათანელიშვილმა ქართული ენის (მასწავლებელი ია ბეჟანიშვილი) ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის მიიღეს მე-3 ხარისხის დიპლომები.


მე-8 კლასის მოსწავლე ანი ლათიბაშვილმა (დამრიგებელი: თამარ ონანაშვილი) მონაწილეობა მიიღო ქართული ენის (მასწავლებელი: ელენე ნაცვლიშვილი), ინგლისური ენის (მასწავლებელი: ნინო ალუღიშვილი) და მათემატიკის (მასწავლებელი: თამარ ონანაშვილი) ოლიმპიადების ფინალურ ტურში და დაჯილდოვდა სერტიფიკატებით.

 

ტიბაანის საჯარო სკოლა ულოცავს წარმატებებს თავის მოსწავლეებს. 


იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203