ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტული პროგრამების განყოფილებამ მოაწყო სპორტულ-შემეცნებითი ღონისძიება „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის წნისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თორნიკე ზუმბაძე.
„პრეზენტაციამ ჩაიარა საკმაოდ წარმატებულად და საინტერესოდ. მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი „მსოფლიოს საოცრებები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები