ხოფურის საჯარო სკოლა გარემოსდაცვით კონკურსში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ჩემპიონია
03-04-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის“  ნახევარფინალში მონაწილეობდნენ და საუკეთესო შედეგიც აჩვენეს.

ხოფურის საჯარო სკოლა, როგორც საუკეთესო მონაწილე კონკურსისა, მიწვეულ იქნა ფინალურ ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში გაიმართა.

კონკურსის სპიკერი მონაწილე, მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ქურასბედიანი და მათი პედაგოგი  შორენა ქურასბედიანი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ჩემპიონი სკოლის ტიტულით დაჯილდოვდნენ და შესაბამისი პრიზიც მოიპოვეს.

ხოფურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს და მათ პედაგოგს აქტიურობისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203