ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხანდოს საჯარო სკოლაში „გაზაფხულის ზეიმი“ გაიმართა.
ღონისძიება ქართული ენის კათედრის მასწავლებლებმა მოამზადეს.
საგაზაფხულო ღონისძიებაში IV-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სცენა ხელოვნების გაკვეთილზე დამზადებული ფერად-ფერადი ყვავილებით, ლამაზი დეკორაციებითა და ნახატებით გაალამაზეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართულ ენაზე ლექსები წარმოთქვეს, მხიარული სიმღერები შეასრულეს და ზღაპარი - ,,დედა'' გაითამაშეს.
სკოლის დირექტორმა, ზოია ნაზარიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული ენის მასწავლებლებს ეფექტური და გუნდური მუშაობისათვის.
იხილეთ ფოტოები