ვალეს N2 საჯარო სკოლას კაპრალი და ლეიტენანტი ესტუმრნენ
03-04-2019

ქალაქ ვალეს N2 საჯარო სკოლას ლეიტენანტი ბექა მერაბიშვილი და კაპრალი გრიგოლ პაშჩენკო ესტუმრნენ. მათ მოსწავლეებს პრეზენტაცია - „საქართველოს თავდაცვის ძალები წარუდგინეს“.

მოსწავლეებმა ყურადღებით მოუსმინეს სტუმრებს და უამრავი კითხვა დაუსვეს. ჩართულობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ პროექტის მონაწილეებიც.

პროექტს - „ჩვენი ჯარი“, საქართველოს თავდაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203