გორის მუნიციპალიტეტის ახალხიზის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა.
ჩემპიონატი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას და მოსწავლეებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას.
შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. I ადგილი დაიკავა მე-8 კლასის მოსწავლემ ლუკა მამუკაშვილმა, II ადგილი დაიკავა მე-6 კლასის მოსწავლემ ლუკა დათაშვილმა, ხოლო III ადგილი მე-9 კლასის მოსწავლემ ლევან კურტანიძემ.
ამჟამად სკოლაში მიმდინარეობს მზადება სარაიონო ტურნირისთვის.
იხილეთ ფოტოები