გაიცანით ვარდისუბნის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი ხათუნი ასანიძე
03-04-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნი ასანიძე ჩართულია ევროპულ სკოლათა გაერთიანება eTwinning პორტალზე, სადაც რამდენიმე საავტორო პროექტს ახორციელებს, ის არის თანაავტორი ევროპელ კოლეგებთან ერთად.  

პედაგოგი ასევე აქტიურად არის ჩართული Creative Classroom ჯგუფში (კოორდინატორი Irene Pateraki). ჯგუფში გაერთიანებულია შემოქმედებითი საზოგადოება, პედაგოგები, სადაც უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, იდეებს, მონაწილეობას იღებენ შემოქმედებით საქმიანობაში, საექსპერტო მოლაპარაკებებში, სწავლობენ ერთმანეთისგან მიღებულ გამოცდილებას და ნერგავენ  სასწავლო პროცესში.

კოორდინატორის მიერ დაიგეგმა კონფერენცია, გამოცხადდა კონკურსი და დასახელებული თემებიდან ხათუნი ასანიძემ აირჩია თემა - Democratic Participation, იმიტომ რომ ვარდისუბნის საჯარო სკოლამ 2019 სასწავლო წელი დაიწყო გარემონტებულ სკოლაში, რომელიც განახორციელა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“.

„კეთილმოწყობილ გარემოში, ციფრული ტექნოლოგიით აღჭურვილ აუდიტორიში, საბუნებიმეტყველო ლაბორატორია, რაც ისედაც აქტიურ სკოლას, რომელსაც ჰყავს წარმატებული, შემოქმედი და ინიციატორი ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ბახტურიძე, წარმატებული გუნდი, უკვე შექმნილი გარემო, სხვა მოთხოვნებს კიდევ უფრო მეტი ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელებას ავალდებულებს.

ჩემი მონაწილეობაც ამ დიდ ოჯახში, eTwinning პორტალზე გავბედე და აი შედეგიც, ეს იყო კონფერენცია, სადაც 7-8 წუთი გვეძლეოდა გაგვეკეთებინა პრეზენტაცია დასახელებული თემის, თემა შეფასდა დადებითად, ჩათში გვწერდნენ კოლეგები შეფასებას, მოწონების და შექების კომენტარებს და გადმომეცა შესაბამისი სერთიფიკატიც. ამის გამო გიზიარებთ ჩემს საოცარ ემოციებს, სიხარულს, სიამაყეს და სიყვარულს... ყველაფერს ერთად...

ეს ყველას გამარჯვებაა ჩემო კოლეგებო და მოსწავლეებო, ჩვენ მთელი სკოლის მასშტაბით ვახორციელებდით პროექტით დაგეგმილ აქტივობებს. მოვიშველიებ ბატონ ოლეგი გრიგალაშვილის სიტყვებს: „გვჯერა რომ ჩვენი სკოლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა გახდება „განათლების ხიდი“ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის“. მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის ხელმძღვანელს, პედაგოგებს: ბატონ ოლეგი გრიგალაშვილს, ინგლისურის მასწავლებელ ნათია ტაბატაძეს, ამერიკელ Cate Stackhouse, 10 კლასის მოსწავლეს მეგი ბერიაშვილს, რომელთაც გვერდში დგომა ჩემი წარმატების საწინდარია“,-ამბობს ხათუნი ასანიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203