ხავეთის საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა „ეტალონის“ სერტიფიკატები გადასცა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა „ეტალონის პირველ ტურში მონაწილე წარმატებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მე-10 კლასის მოსწავლეს არტიუშ კარაპეტიანს დირექტორმა მეორე ტურში გადასვლა მიულოცა და მომავალი წარმატება უსურვა.
ასევე, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ისინი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ მომავალში და ასახელებენ სკოლას.
იხილეთ ფოტოები