საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის საჯარო სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება - მე-10 კლასის მოსწავლე თეკლე მამაცაშვილი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის - Flex-ის გამარჯვებული გახდა და იგი ზაფხულში აშშ-ში ერთი წლით სასწავლებლად გაემგზავრება.
არგვეთის სკოლა თეკლეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას ულოცავს და მომავალ წარმატებას უსურვებს.
თეკლე რიგით მესამე მოსწავლეა არგვეთის სკოლიდან, რომელმაც აღნიშნული კონკურსი წარმატებით დაძლია.