უდის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „გაზაფხული და დედა“ გამართეს
03-04-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის, იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ნ. გზირიშვილი) ღონისძიება - „გაზაფხული და დედა“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. 

„სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წარმოთქვეს, სიმღერები შეასრულეს და  მონტაჟები წარმოადგინეს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებში თვითშემოქმედების უნარის განვითარებას, ურთიერთანამრშრომლობას და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203