სხვილისის საჯარო სკოლაში სპექტაკლი „უჭკუო კაცი“ გაიმართა
03-04-2019

ჰოვანეს თუმანიანის 150 წლის იუბილის აღსანიშნავად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვილისის საჯარო სკოლის დაწყებითები კლასების მასწავლებელმა, რიფსიმე კოკჩიანმა მე-3 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით  წარმოადგინა სპექტაკლი „უჭკუო კაცი“.

ჰოვანეს თუმანიანი სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო: წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალური-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწმყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203