ჭიათურის მუნიციპალიტეტის გეზრულის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მუნიცუპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდული იდეების კონკურსში მონაწილეობდნენ.
გეზრულისა და სვერის საჯარო სკოლების გაერთიანებულმა ჯგუფმა თავიანთი იდეა წარმოადგინა, რომელიც ეკოტურისტული, ეთნოგრაფიული და სოციალური ხასიათისაა და გულისხმობს გარემოსდაცვით აქტივობებს.
ორი სკოლის მოსწავლეთა პროექტი გეზრულის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ შეყილაძემ წარუდგინა ჟიურს და მოწონებაც დაიმსახურა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტმა დაფინანსება მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები