1921 წლის თებერვლის ოკუპაციას ივანე ხრიკულის სახელობის ხცისის სკოლამ რამდენიმედღიანი ღონისძიება მიუძღვნა
10-03-2017
ივანე ხრიკულის სახელობის ხცისის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა: თამარ ბოგოზაშვილმა, ხვიჩა ზერებცოვმა, თინათინ ტარიელაშვილმა, გურამ ციცქიშვილმა და ლანა ჭანგურიძემ მოხალისე მეთერთმეტეკლასელთან ხატია ლომიძესთან ერთად განახორციელეს 25 თებერვალთან-ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საკლასო პროექტი: „ისტორია არ უნდა განმეორდეს !!!“. 

პროექტის მიზანი იყო მეტი ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება 1921 წლის თებერვლის მოვლენების შესახებ, მოსწავლეებისა და თემის ინფორმირებულობის დონის ამაღლება ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, პატივის მიგება ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნისადმი, ნახატის ენით მოსწავლეთა ალაპარაკება თემაზე:" არა ოკუპაციას". 

პროექტი რამდენიმე აქტივობას ითვალისწინებდა. 

23 თებერვალს წინასწარ მოძიებული მასალებით მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს მოსახლეობაში, ასევე დაამზადეს წითელი ყაყაჩოსგან განსხვავებული სამკერდე სიმბოლოები. მათ გააკეთეს ნიშანი საქართველოს რუკის კონტურში ჩაწერილი სიტყვებით -"ვერ წაგვშლით".

გაკვეთილების შემდეგ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობის დაინტერესების მიზნით გამოცხადდა ნახატების კონკურსი: "არა ოკუპაციას". 

განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ მე-5 - მე-7 კლასის მოსწავლეები. მათ შეძლებისდაგვარად გაართვეს დავალებას თავი. კონკურსის შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია: ''25 თებერვალი-ტკივილისა და ცრემლების დღე''.

მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, თემის წარმომადგენლებს ჰქონდათ სამკერდე ნიშნები, პრეზენტაციისა და მცირე დისკუსიის შემდეგ მე-2 სართულის ფოიეში მოეწყო ნახატების გამოფენა. 

გამოვლინდა სამი გამარჯვებული ნახატი, რომლებიც ზუსტად პასუხობდნენ კონკურსის მოთხოვნებს.

პროექტის მონაწილეებმა მე-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დაუშვეს სახელმწიფო დროშა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას.

ამის შემდეგ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. მათ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ თავიდანვე, გააზრებულად, ხანში შესული ადამიანები, რომლებიც დღესაც საბჭოთა ყოფის ერთგული შვილები არიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203